ბიზნეს იდეების კატალოგი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან

ბიზნეს იდეა - ონლაინ მაღაზია, სადაც ხალხი გაცვლის და არ გაყიდის.
შექმენით მრავალპროფილური ვებ გვერდი, რომელიც იქნება სამ ნაწილად დაყოფილი: პროდუქტის გაცვლა, მომსახურების გაცვლა და ცოდნის გაცვლა, რომლებსაც მოგცემთ საშუალებას მოიზიდოთ სეგმენტური ხალხის დიდი რაოდენობა და მიიღოთ შემოსავალი რეკლამით. როცა თქვენ იცით რა ტიპის ხალხი გესტუმრებათ ერთი ბანერის ფასი მიაღწევს 10 000$ ამდე თვეში.
ბიზნეს იდეა - AutoHouse
ეს არ იქნება სტანდარტული აუტო მომსახურება, რომლითაც გადატვირთულია ბაზარი. ჩართე კრეატივი, გააუმჯობესე აუტომობილის ვიზუალი, და მიიღე 400% ამდე მოგება დანახარჯთან მიმართებაში ! (დისკები, ავტომობილის შეღებვის სტილები, ფარები, სტიკერები, სალონის ვიზუალი, სავარძლების დიზაინი და ა.შ)
სერპერტარიუმი - შხამიანი გველების ქარხანა
დაწესებულება, რომელშიც კომერციული მიზნებისთვის მოშენებულია ძვირფასი შხამის მქონე გველები, რომელთაგანაც ხდება შხამის მიღება, ხოლო შემდეგ მათი რეალიზაცია. 1 გრამი შხამის ფასი საშუალოდ 1000$ ღირს.
ბიზნეს იდეა - ფოტოს გადასაღები ლოკაციების შექმნა
თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ქორწილში, თქვენ აუცილებლად აღმოჩნდებოდით ძველ თბილისში ან მცხეთაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას ფოტოს გადასაღებად. სამწუხაროდ და თქვენთვის საბედნიეროდ ასეთი ადგილები არც ისე ბევრია. რატომაც არ გამოვიმუშავოდ ამაზე ფული?